გია ჯაფარიძე – 80

გალერეა „ვანდა“ წარმოგიდგენთ გამორჩეული ქართველი მოქანდაკის გია ჯაფარიძის საიუბილეო რეტროსპექტიულ გამოფენას, რომელიც გაიმართება 14 ნოემბერს, 18:00 საათზე.

ექსპოზიცია ასახავს გია ჯაფარიძის მრავალწლიან შემოქმედებით გზას და მის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებს. გალერეაში წარმოდგენილი იქნება როგორც ადრეული, ასევე უახლესი პერიოდის სკულპტურა, ფერწერა და გრაფიკა.

გია ჯაფარიძე არის ქართული სკულპტურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომლის ხელოვნება აერთიანებს ტრადიციულ ფორმებსა და თანამედროვე მხატვრულ ხედვას. მოქანდაკის გამომსახველობითი ენა არის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ინდივიდუალური ინტერპრეტაცია, რომელიც გამოირჩევა პლასტიკის ექსპრესიულობით და რომელშიც მატერია ხდება ადამიანური ემოციის მატარებლი. მისი შემოქმედების მთავარი თემებია ადამიანი, მითოლოგიური და ფოლკლორული მოტივები. მისი ქანდაკებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საერთო ვიზუალურ სივრცეს ამშვენებენ.

გია ჯაფარიძის ნამუშევრები დაცულია სხვადასხავა სამუზეუმო და კერძო კოლექციაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

Scroll to Top