ბალანსი | ქეთი შალამბერიძე

26 სექტემბერს, გალერეაში ვანდა გაიხსნა ქეთევან შალამბერიძის გამოფენა ბალანსი.
ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბოლო წლებში მხატვრის მიერ შექმნილი ფერწერული ნამუშევრები.
სწრაფად ცვალებად სამყაროში ადამიანისთვის მეტად მნიშვნელოვანია ბალანსისა და ჰარმონიის მიღწევა, წონასწორების შენარჩუნება, რათა აკეთოს ის, რაც მას ევალება და რაც თავად სურს.
ქეთევან შალამბერიძისთვის წონასწორობის ძიება და მიღწევა – ხატვის პროცესშია. მისი სწრაფვა ვიზუალური ჰარმონიისა და რიტმისკენ, რასაც იგი ხაზის, ფერისა და ფორმის საშულებით აღწევს, ნათლად ჩანს ექსპოზიციაში წარმოდგენილ ნამუშევრებში, რომლებიც სწორედ ამ იდეით არის გაერთიანებული.

გამოფენის გახსნა: 26 სექტემბერი, 18:00
გამოფენა გაგრძელდება 15 ოქტომბრამდე.

Scroll to Top