MenuClose

2009 წელს გალერეა „ვანდას“ (ყოფილი „ჰობი“) სივრცეში მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის უცნობი ნამუშევრები მისი ოჯახის და კერძო კოლექციბიდან.

კომპანია „მაგთიკომმა“ ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების კატალოგი გამოსცა, რომლის პრეზენტაცია გამოფენის გახსნაზე შედგა. კატალოგი უნიკალურია თავისი მასშტაბურობით და მხატვრის 400-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს.

ამ ექსპოზიციამ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა ირაკლი ფარჯიანმა თავისი შემოქმედებით ქართულ კულტურას.

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required