2010 წლის მაისში გალერეამ „ვანდა“ (ყოფილი „ჰობი“) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოფენა მოაწყო, დარბაზში ცნობილი ქართველი მხატვრის ედმონდ კალანდაძის 70 ახალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი გამოიფინა.
გამოფენის გახსნაზე კომპანია მაგთიკომმა ედმონდ კალანდაძის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია მოაწყო. ეს გამოფენა მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ქართული საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში.