ხილვები | ცირა პაპინაშვილი

გალერეა ვანდა წარმოგიდგენთ ცირა პაპინაშვილის პერსონალურ გამოფენას ხილვები. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილი 17 ფერწერული ნამუშევარი.

მატერიალური სამყაროს არამდგრადობა, მისი დაუსრულებელი მოძრაობა წამიერსა და მარადიულს შორის გამოხატულია ექსპრესიულ, სივრცობრივ კომპოზიციებში, მეტაფიზიკურ ლანდშაფტებში, სადაც ცეცხლი თუ შენობების ნანგრევები აპოკალიფსური სიმბოლოებია. ადამიანების დაძაბული, დრამატული ფიგურები ქანდაკებებს ემსგავსებიან, ეს მარტოსული სხეულები თითქოს დროებითი რეალობიდან მარადიულობისკენ მიისწრაფიან.

ცირა პაპინაშილის კომპოზიციებში გახსნილი სივრცე ერთგვარი იდუმალი გასასვლელია, რომელიც თითქოს სურათის სიბრტყის მიღმა უსასრულობაში გადადის.

წინამდებარე
შემდეგი

გალერეა “ვანდა”

სხვა გამოფენები

VARVAR
R_Khachaturian_Exhib
Expressing_Space-e1667394846384
Scroll to Top

მიმდინარე გამოფენა

VARIOUS
Facebook
WhatsApp