გალერეა „ვანდა“ წარმოგიდგენთ გერმანიაში მოღვაწე ხელოვანის პეტრე ფილინის ფოტო-გამოფენას „ბუნება და არქიტექტურა“.
პეტრე ფილინი დაიბადა თბილისში. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სამწლიანი სწავლის შემდეგ ის მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში (МАРХИ) ჩაირიცხა. 90-იან წლებში პეტრე ფილინმა არქიტექტურის დოქტორის ხარისხი მიიღო და საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც ის დღემდე ცხოვრობს და წარმატებით მოღვაწეობს არქიტექტურასა და ფოტოგრაფიის სფეროში.
ფოტოხელოვნებამ პეტრე ჯერ კიდევ სტუდენტობისას გაიტაცა და დღემდე მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის არქიტექტურას და ლანდშაფტს იღებს, ძირითადად იმ ქალაქების, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა. ის მიმართავს როგორც ტრადიციულ შავ-თეთრ ფოტოგრაფიას, ასევე სხვადასხვა ტექნოლოგიებს: ლით ბეჭდვას, ნეგატივების სკანირებას, ჟელატინის ვერცხლის ფოტოპროცესს და ა.შ.
პეტრე ფილინს მონაწილეობა მიუღია 30 ჯგუფურ გამოფენაში, ასევე გამართული აქვს 11 პერსონალური გამოფენა გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, აშშ-სა და საქართველოში. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.
„ბუნება და არქიტექტურა“ – მისი მესამე პერსონალური გამოფენაა საქართველოში, რომელიც აერთიანებს ფოტოხელოვანის 2001-2022 წლამდე შექმნილ 50-მდე ნამუშევარს.
გახსნა: სამშაბათი, 7 მარტი, 18:00 სთ.
მისამართი: დანიელ ჭონქაძის ქ. #14, თბილისი, 0105
ტელ: +9950322934286; +995599569971; +995598485958