MenuClose
მირიან კიკნაძე - თბილისი და არა მარტო

გალერეა “ვანდა” წარმოგიდგენთ მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას “თბილისი და არა მარტო”
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ ბოლო 3 წელში შექმნილი 45 გრაფიკული ნამუშევარი.

გამოფენა გაიხსნება სამშაბათს, 28 მარტს, 18:00 საათზე და 4 აპრილამდე გაგრძელდება

“თბილისი –
თითქოს ერთი დიდი,
წლების და წლების მანძილზე დატბორილი,
შეჩვევის, სიხარულის, ტკივილის,
მონატრების ცრიატი ბურუსი,
გარს რომ გეხვევა და ბანგივით განანავებს,
რომელიც გინდა რომ მეხსიერებაში აღიბეჭდო და გახსოვდეს,
ხელი ჩაავლო და აღარ გაუშვა…
თბილისი –
როგორც უდაბნოს ცხელი ქვიშა,
თითებსშუა ნება-ნება რომ იმარცვლება და ქრება…
ჩვენ კი ქვიშის ის მარცვლები ვართ,
ხელისგულს რომ ეკვრიან და მისი სითბო აღარ ეთმობათ…
მე? –
საერთოდ არავინ, უბრალოდ ჩემთვის ვერთობი:
ხან მიყვარს ლექსი,
ხან ვერდი,
ხან მწვანე მოლის ხავერდი…”

მირიანი
21.03.2023

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required