MenuClose

გალერეა „ვანდა“ წარმოგიდგენთ შაკო ხრიკულის პერსონალურ გამოფენას “კარგი ბიჭი”, სადაც წარმოდგენილი იქნება ბოლო ერთი წლის მანძილზე მის მიერ შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

გალერეა “ვანდას” ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა, ნიჭიერი ხელოვანების აღმოჩენა, მათი ხელშეწყობა და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა. ამ გამოფენით ამჯერად, გვინდა გაგაცნოთ მხატვარი, რომელსაც, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, უკვე აქვს საკუთარი საინტერესო ხელწერა, ფერის არაჩვეულებრივი გრძნობა, საინტერესო ხედვა და მაღალი პროფესიონალიზმი. საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ შაკო ხრიკული დაუბრუნდა მხატვრობას, რომელმაც ის მთლიანად მონუსხა, აპოვნინა საკუთარი თავი და შეცვალა მისი ცხოვრება.

„მე კარგი ბიჭი ვიქნები…
7 აპრილს დილით ადრე ავდგები, საღამომდე ვიფიქრებ რა კარგია, რომ გამოფენა მაქვს.
მე ყველას დავუჯერებ, ვისაც ჩემთვის კარგი უნდა. მე ჩემი წარსულით ვიამაყებ , ოღონდ ეს უკვე წარსული იქნება…
მე კარგი ბიჭი ვიქნები…
დამჯერი ვიყავი როცა ვხატავდი იმას, რასაც ეხლა ხედავ, ვუჯერებდი გარემოს და პროცესს. ვნახავთ იმასაც, რამდენად დამაჯერებელი გამოვდგები აქ და რამდენად დამიჯერებ შენ…“

შაკო ხრიკული

გახსნა: პარასკევი, 7 აპრილი, 18:00 სთ.
მისამართი: დანიელ ჭონქაძის ქუჩა #14, თბილისი, 0105
ტელ: +995599569971; +995598485958

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required