MenuClose

გალერეა „ვანდა“ წარმოგიდგენთ გამოფენას „30 წლიანი მოგზაურობა“, რომლითაც ის აღნიშნავს დაარსებიდან 30 წლის იუბილეს.

გამოფენის მონაწილეები წარმოადგენენ მცირე ჯგუფს იმ მხატვრებისა, რომლებთანაც გალერეა თანამშრომლობს ამ წლების მანძილზე (ვახო ბუღაძე, რიტა ხაჩატურიანი, ალიმ რიჟინაშვილი, კაკო თოფურია, თუთუ კილაძე).

გალერეა „ვანდა“, ერთ-ერთი პირველი კერძო გალერეაა საქართველოში, რომელიც 1993 წელს დაარსდა და 2011 წლამდე გალერეა „ჰობის“ სახელით იყო ცნობილი.

კრიზისულ 90-იანებში, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან ქვეყნის სიბნელესთან, უმოქმედობასა და აბსოლუტურად ჩამოშლილ ინსტიტუტებთან ასოცირდება, გალერეის დაარსება მხოლოდ დამატებითი მოთამაშის გამოჩენა კი არ იყო ქვეყნის მწირ კულტურულ ასპარეზზე, არამედ გარკვეულწილად ნათელი ავტონომიის შექმნაც, სადაც ბევრმა არტისტმა აიღო კარიერული სტარტი, ხოლო დანარჩენებს საშუალება მიეცათ მუშაობის სტიმული შეენარჩუნებინათ. დაარსების დღიდან გალერეა თანამშრომლობდა როგორც წამყვან, ცნობილ ხელოვანებთან, ასევე დამწყებ მხატვრებთან, რომლებიც დღეს ქართული თანამედროვე ხელოვნების  გამორჩეული სახეები არიან.

გალერეა იმ უმძიმეს პერიოდში ბევრი ადამიანისთვის გახდა ის ადგილი, რომელიც აძლევდა მათ მომავლის რწმენას.  გალერეა „ვანდას“ უპირველესი მისია თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია და პროპაგანდაა, ასევე, ქართული არტ ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, რაც მას არცერთი ისტორიული გამოწვევის დადგომისას არ შეუწყვეტია. გალერეა წლების მანძილზე წარადგენს ქართველ ხელოვანებს საერთაშორისო მნიშვნელოვან არტ  ფესტივალებსა და გამოფენებში, აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ ავტორებსა და გალერეებთან და  ახალ მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობს.

დღეს გალერეა „ვანდა“ არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ხელოვნების მოყვარულთათვის. გალერეა ყოველთვის საინტერესო კუთხით წარუდგენს ჩვენს საზოგადოებასა და უცხოელ სტუმრებს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას და მასში მიმდინარე პროცესებს.

გალერეა ვანდა კვლავაც გელით სიახლეებით, განსაკუთრებით საინტერესო ექსპოზიციებით და სიყვარულით.

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required