MenuClose

ალექსანდრე ვარვარიძის შემოქმედების ძირითადი მიმართულება ფერწერაა, აბსტრაქციონისტული მხატვრობა, რომელშიც ზოგჯერ ფიგურატიული ელემენტებიც ჩნდება. ფიგურატიულ გამოსახულებებში მხატვარი ფორმის აბსტრაჰირებული ინტერპრეტაციით რეალიზმისგან დისტანცირდება და გამოსახულების სპეციფიკურ მოდელს ქმნის, საავტორო ექსპრესიონისტული მოდიფიკაციით. ვარვარიძის ნამუშევრები ემოციურად დაძაბულობისა და ჰარმონიის ზღვარზეა, ზეთის საღებავებით შესრულებული მრავალშრიანი ზედაპირები სხვადასხვა ტექსტურებისა და დამატებითი მედიუმების საშუალებითაა შექმნილი.

გამოფენები:
2024 – პერსონალური გამოფენა, გალერეა ვანდა, თბილისი, საქართველო
2023 – ჯგუფური გამოფენა, გალერეა N9, თბილისი, საქართველო
2023 – ჯგუფური გამოფენა, ათინათის კულტურის ცენტრი, თბილისი, საქართველო
2023 – ჯგუფური გამოფენა, ნოვო გალერეა, თბილისი, საქართველო
2023 – ჯგუფური გამოფენა, მეშ გალერეა, ლოს-ანჯელესი, აშშ
2023 – პერსონალური გამოფენა, ბაია გალერეა, თბილისი, საქართველო
2023 – ჯგუფური გამოფენა, მეშ გალერეა, ლოს-ანჯელესი, აშშ
2023 – ჯგუფური გამოფენა, გალერეა N9, თბილისი, საქართველო
2022 – ჯგუფური გამოფენა, გალერეა ვანდა, თბილისი, საქართველო
2021 – ჯგუფური გამოფენა, ბუღაძე გალერეა, თბილისი, საქართველო
2021 – პერსონალური გამოფენა, გამრეკელი გალერეა, თბილისი, საქართველო
2020 – ჯგუფური გამოფენა, ემ ჰოლივუდი, ლოს-ანჯელესი, აშშ
2019 – ჯგუფური გამოფენა, მეშ გალერეა, ლოს-ანჯელესი, აშშ
2018 – არტისტერიუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, საქართველო
2018 – საერთაშორისო ფესტივალი, თიბისი გალერეა, თბილისი, საქართველო
2016 – ჯგუფური გამოფენა, ევროპის სახლი, თბილისი, საქართველო
2008 – პერსონალური გამოფენა, გალერეა “აკადემია+”, თბილისი, საქართველო
2006 – ჯგუფური გამოფენა, გალერეა “კოპალა”, თბილისი, საქართველო
2001 – ჯგუფური გამოფენა, ქართული ხელოვნება, ნურემბერგი, გერმანია
2001 – ჯგუფური გამოფენა, ქართული ხელოვნება, ბერლინი, გერმანია
2001 – ჯგუფური გამოფენა, “N” გალერეა, თბილისი, საქართველო
2000 – პერსონალური გამოფენა, საგამოფენო ცენტრი “ტაპი”, თბილისი, საქართველო
2000 – ჯგუფური გამოფენა, კლუბი “სარდაფი”, თბილისი, საქართველო
1999 – ჯგუფური გამოფენა, სტადიშ გალერეა, ჰილდენი, გერმანია
1999 – ჯგუფური გამოფენა, ქართული ხელოვნება, კელნი, გერმანია
1999 – ჯგუფური გამოფენა, გაეროს კვირეული, გაერო, თბილისი, საქართველო
1999 – ჯგუფური გამოფენა, სტუდიო მარია ეს, მაასტრიხტი, ნიდერლანდები
1999 – პერსონალური გამოფენა, ხელოვნების ცენტრი, ჰააგა, ნიდერლანდები
1999 – პერსონალური გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი, საქართველო
1998 – ჯგუფური გამოფენა, თბილისის ისტორიის მუზეუმი, საქართველო
1998 – საშობაო ფესტივალი, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო
1998 – პერსონალური გამოფენა, ხელოვნების ცენტრი “ტესანდრა”, თბილისი, საქართველო
1998 – ჯგუფური გამოფენა, გალერეა “ჰობი”, თბილისი, საქართველო
1997 – ჯგუფური გამოფენა, დიპლომატიური შენობა, თბილისი, საქართველო
1997 – ჯგუფური გამოფენა, გალერეა “დესპანი”, თბილისი, საქართველო
1997 – ჯგუფური გამოფენა, თბილისის ისტორიის მუზეუმი, საქართველო
1997 – პერსონალური გამოფენა, თბილისის ისტორიის მუზეუმი, საქართველო

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required