MenuClose
გალერეა “ვანდა” წარმოგიდგენთ გელა ზაუტაშვილის პერსონალურ გამოფენას “ცასა და დედამიწას შორის”
გელა ზაუტაშვილის სახელს უკავშირდება 1980-იანი წლების მეორე ნახევარში აბსტრაქციონიზმის პირველი გამოფენები პარიზსა და მოსკოვში, არაფიგურატიული ხელოვნების ჯგუფის ჩამოყალიბება ალექსანდრე (შურა) ბანძელაძესთან, გია ეძგვერაძესთან, ილიკო ზაუტაშვილთან და ლუკა ლასარეიშვილთან ერთად.
მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ტრეტიაკოვის გალერეაში, კერძო კოლექციებში გერმანიაში, დანიაში, ბელგიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში.
გამოფენა “ცასა და დედამიწას შორის” აერთიანებს მხატვრის მიერ 1980 – 2000-იან წლებში სხვადასხვა პროექტისთვის შექმნილ 15 ფერწერულ ნამუშევარს.
„…უამრავი რამ არის ცასა და დედამიწას შორის, რაშიც მხატვარი ცდილობს ჭეშმარიტების პოვნას. ჭეშმარიტება კი საოცარი რამაა, რაც უფრო მიილტვი მისკენ, მით უფრო გაგირბის და ქრება. მხატვარი არის A-მორალური მოაზროვნე, რომელიც სიცოცხლის ბრწყინვალე ინტერპრეტაციის მარადიულ განცხრომაშია. ნუ მიაწერთ მას უზნეო ტენდენციებს, რადგან მას ყველაფრის ასახვის უფლება აქვს.
ყოველი მხატვარი, მემკვიდრეობით მიღებული კულტურის ელემენტების საფუძველზე, თავად აფართოებს ექსპერიმენტების საზღვრებს. მხატვარი საკუთარ თავს უწესებს ზნეობის საზღვარსაც, რომელსაც არასოდეს გადალახავს.“
– გელა ზაუტაშვილი
გამოფენა იხსნება 16 სექტემბერს და მის დათვალიერებას სამი კვირის განმავლობაში შეძლებთ.

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required