MenuClose

5 აპრილს 19:00 საათზე გალერეა “ვანდა” ალექსანდრე ვარვარიძის პერსონალურ გამოფენას „დუალური სამყარო“ უმასპინძლებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პერიოდში შექმნილი მასშტაბური აბსტრაქტული და ფიგურატიული ფერწერული ტილო. ექსპოზიციაში წარმოდგენილ ნამუშევრებს აერთიანებს კონცეფცია რომელიც ეხმიანება მატერიალური სამყაროს დუალიზმის პრინციპს.
ალექსანდრე ვარვარიძის შემოქმედების ძირითადი მიმართულება აბსტრაქტული ფერწერაა, რომელშიც ხშირად ჩნდება ფიგურატიული ელემენტები. ფიგურატიულ გამოსახულებებში მხატვარი ფორმის აბსტრაჰირებული ინტერპრეტაციით რეალიზმისგან დისტანცირდება და გამოსახულების საავტორო სპეციფიკურ ექსპრესიონისტულ მოდელს ქმნის. მის აბსტრაქტულ ნამუშევრებს ახასიათებს ფერის მდიდარი და ჟღერადი პალიტრა, რომელიც მშვიდ ენერგიას ასხივებს.
ალექსანდრე ვარვარიძის ნამუშევრებში საღებავის ინტუიციური და თავისუფალი გამოყენება, მრავალშრიანი ზედაპირები სხვადასხვა ტექსტურებისა და დამატებითი მედიუმების გამოყენებით ქმნიან ილუზიონისტურ სივრცეს, რომელიც ემოციური დაძაბულობის და ჰარმონიის ზღვარზეა.

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required