ადგილი | რიტა ხაჩატურიანი და შაკო ხრიკული

გალერეა ვანდა გიწვევთ რიტა ხაჩატურიანის და შაკო ხრიკულის გამოფენაზე – ადგილი.

ეს გამოფენა არის ორი არაორდინალური და უნიჭიერესი მხატვრის პირველი შეხვედრა ჩვენი გალერეის დარბაზებში და მათ ახალ მასშტაბურ ფერწერულ ნამუშევრებს აერთიანებს.

ამ ორი ხელოვანის მთავარი შთაგონების წყარო მათი გარემოა, კონკრეტული ადგილი, რომელიც მათთვის კვლევის საგნად იქცევა და იქ დაბადებული ემოციები და განცდები, მძაფრ, მისტიკურ და მომაჯადოვებელ ტილოებად გარდაიქმნება.

ამ გამოფენით რიტა და შაკო გვამოგზაურებენ საკუთარ მხატვრულ სამყაროში, ადგილებში, სადაც ჯერ არ ვყოფილვართ.

გამოფენა ხვალ, 24 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 10 ნოემბრამდე გასტანს.

მისამართი: დანიელ ჭონქაძის ქუჩა 14, თბილისი

წინამდებარე
შემდეგი

გალერეა “ვანდა”

სხვა გამოფენები

Jubilee
Clay, Paper, Ink
edmond-album
Scroll to Top

მიმდინარე გამოფენა

VARIOUS
Facebook
WhatsApp