28 თებერვლიდან 10 მარტამდე გალერეა ვანდა მასპინძლობს ნიკიტა ევგანის გამოფენას თბილისში დაბადებულნი.
„მე თბილისში არ დავბადებულვარ, მაგრამ სწორედ ეს ქალაქი გახდა ჩემი შთაგონების წყარო. ჩემს ნამუშევრებში იხილავთ არა მხოლოდ ტრადიციულ სუფრას თუ დიდ ქართველ პოეტებს, არამედ ორთოდოქსი ებრაელების ოჯახს, ინგლისელი ხულიგნების ბანდას და ბიბლიურ სცენებსაც კი. და ეს ყველაფერი აღმოცენდა ამ ნაყოფიერ ნიადაგზე, თბილისში — მხატვრების, პოეტებისა და მწერლების ქალაქში, ხელოვნების ქალაქში.“
– ნიკიტა ევგანი
გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 30-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.