გალერეა „ვანდა“ აცხადებს ბავშვთა ნამუშევრების XV გამოფენა-კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაციას!

გალერეა „ვანდა“ აცხადებს ბავშვთა ნამუშევრების XV გამოფენა-კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაციას! გამოფენა-კონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ბავშვები, გააცნოს ისინი ხელოვნების ცნობილ მოღვაწეებს და ფართო საზოგადოებას, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ წინსვლას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 5-დან 16 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს; თითოეულმა მონაწილემ უნდა წარმოადგინოს 2 ნამუშევარი; შესრულების ტექნიკა და თემა თავისუფალია; კონკურსში მონაწილე ბავშვების […]

სრულად

თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა კატარში

გალერეას “ვანდა”წილად ხვდა პატივი პირველად წარედგინა ექვსი ცნობილი ქართველი ფერმწერის და ერთი მოქანდაკის შემოქმედება კატარში (ალექს ბერდიშევი, გია გუგუშვილი, მამუკა ცეცხლაძე, გოგი ჩაგელიშვილი, ლევან მინდიაშვილი, გოგი ლაზარაშვილი და გია ჯაფარიძე),რომელიც ორგანიზებული იყო Cultural Village Foundation -Katara -ს , კატარში საქართველოს საელჩოსა და “ვანდა” გალერეის მიერ.  კატარში მიწვეულები იყვნენ გამოფენაში მონაწილე 3 მხატვარი workshop – ების […]

სრულად

„ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა”

21 დეკემბერს ხელოვნების მუზუმში, გაიხსნა ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესათვის  მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მხატვრის მონუმენტური ნამუშევრები. გამოფენა „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა” შედგება ისეთი უნიკალური ნიმუშებისგან, რომელიც შესრულებულია 1917 წელს მოწყობილი ტაო-კლარჯეთისა და 1954 წელს ბიჭვინთის V-VI საუკუნის ეკლესიის იატაკის მოზაიკის აღდგენა-გადარჩენის ექსპედიციის დროს ლადო გუდიაშვილის მიერ, ასევე წლების განმავლობაში განხორციელებული თუ განუხორციელებელი […]

სრულად

ვერა ფაღავა -„Corps célestes“, „ციური სხეულები“, საფრანგეთი, პარიზი

18 ნოემბრიდან – 14 იანვრის ჩათვლით, პარიზში,  Jeanne Bucher Jaeger, „Le Minotaure” და “ Alain le Gaillard”-ის გალერეები, ცნობილი ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას გამოფენას „Corps célestes“ ,„ციური სხეულები“  მასპინძლობენ, სადაც წარმოდგენილია 1960-1980 წლებში შექმნილ  ნამუშვართა უნიკალური სერიები. […]

სრულად

Arundel Art Room, West Sussex, UK

”აღმოჩენების ბილიკი”, Arundel Art RoomWest Sussex, UK

დიდ ბრიტანეთში წარმატებით ჩატარდა ჩვენი წამყვანი მხატვრის ალექსანდრე ბერდიშევის პერსონალური გამოფენა. “ამ გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ნათლად იკვეთება ცვლილების დინამიკა” – ამბობს ალექსანდრე ბერდიშევი”. “ჩემმა ბოლო მოგზაურობებმა და დაკვირვებებმა, განსაკუთრებით ეგვიპტესა და სამხრეთ ფლორიდაში, დიდი ზეგავლენა მოახდინეს ნახმუშევრების ამ სერიაზე, რომელშიც ადრინდელთან შედარებით ვიყენებ სრულიად განსხვავებულ ფორმებსა და ფერებს. მიყვარს ახალი შთაგონების ძიება ყველგან, სადაც კი […]

სრულად

2016 წლის 22 ივნისს ლონდონში, პორტრეტების ნაციონალურ გალერეაში გაიხსნა BP-ის გამოფენა-კონკურსი, რომელიც მსოფლიოშიერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებად არის აღიარებული. ის 36 წელია ტარდება და ამ ხნის მანძილზე ხელი შეუწყო მრავალი ცნობილი მხატვრის კარიერის შექმნას. წელს, BP Portrait Award-ში 80 ქვეყნის 2748 მხატვარმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან55 საუკეთესო თანამედროვე პორტრეტი შეირჩა. მათ შორის ჩვენი ნიჭიერი ქართველი მხატვრის - სოფო ჩხიკვაძის ნამუშევარი გამოიფინა. „მარტინ ჩაფერის პორტრეტმა“ არტ-კრიტიკოსთა და მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

BP Portrait Award, პორტრეტების ნაციონალური გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

2016 წლის 22 ივნისს ლონდონში, პორტრეტების ნაციონალურ გალერეაში გაიხსნა BP-ის გამოფენა-კონკურსი, რომელიც მსოფლიოშიერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებად არის აღიარებული. ის 36 წელია ტარდება და ამ ხნის მანძილზე ხელი შეუწყო მრავალი ცნობილი მხატვრის კარიერის შექმნას. წელს, BP Portrait Award-ში 80 ქვეყნის 2748 მხატვარმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 55 საუკეთესო თანამედროვე პორტრეტი შეირჩა. მათ შორის ჩვენი ნიჭიერი ქართველი […]

სრულად