MenuClose
გალერეა „ვანდა“ წარმოგიდგენთ მხატვარ ვლადიმერ (ლადო) ასათიანის პერსონალურ გამოფენას „სარკმლები ბუნებისკენ“
ექსპოზიციაში წარმოდგენილ პეიზაჟთა სერია ავტორის მცდელობაა მნახველს გაუზიაროს ფერწერის უსაზღვრო შესაძლებლობები, დაანახოს ერთის მხრივ, მასში შეუთავსებელ თვისებათა ჰარმონიული თანაარსებობის შესაძლებლობა, მეორეს მხრივ კი, შემოქმედებით პროცესზე დაკვირვების და მისი გააზრების საჭიროება მომავალი განვითარებისთვის.
ავტორის სახვითი ხელოვნებისადმი მიდგომა შეიძლება განისაზღვროს, როგორც მინიმალიზმის საპირისპირო – მაქსიმალიზმი. ლადო ასათიანისთვის მაქსიმალიზმი გულისხმობს ხელოვნებაში ინტეგრირებული და ინდივიდუალიზებული ყველა ცოდნისა და უნარ-ჩვევის შემოქმეშდებაში გამოყენებას ბუნების სახებასთან შერწყმის მცდელობის პროცესში;
„ხელოვნებისთვის არ არის უცხო კანონები და წესები, ისინი გულდასმით უნდა შეისწავლო, არა იმისთვის, რომ ბრმად მიჰყვე მათ, არამედ იმისთვის, რომ შეძლო მათი გადალახვა და შეცვლა. ხელოვანის უნარი საკუთარ შემოქმედებაში დაამკვიდროს თავისი წესები, საშუალებას აძლევს მას ეძიოს ახალ ფორმებს და მიაღწიოს შემოქმედებით მწვერვალებს.“
ვლადიმერ (ლადო) ასათიანი
გახსნა: პარასკევი, 3 თებერვალი, 18:00 სთ.
მისამართი: დანიელ ჭონქაძის ქუჩა #14, თბილისი
ტელ: +995 032 293 42 86; +995 599 56 99 71

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required