tengiz-marr

თენგიზ მარი

დაბადების თარიღი: 1953 წლის 17 იანვარს ჩოხატაურში.

განათლება:

1970-1975 წლებში სწავლობდა თბილისის არქიტექტურის ინსტიტუტში.

1976-1985 წლებში მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” მხატვარ-არქიტექტორად.

1985-1992 წლებშიმუშაობდა “ექსპოჯორჯიაში” დიზაინერად. დაპროექტებული აქვს როგორც ექსპოზიციები, ასევე საცხოვრებელი სახლის ინტერიერები საქართველოში და უცხოეთში.
მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ გამოფენაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (რუსეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, ჩეხეთი, თურქეთი).

პერსონალური გამოფენები

2004 წ. – გალერეა “კოპალა” – თბილისი.

2006 წ. – “შერატონ მეტეხი პალასი” – თბილისი.

2012 წ.  – “უცხო ხილი”, გალერეა “ვანდა”, – თბილისი.

2013 წ. – “უცხოხილი 2”, გალერეა “ვანდა” – თბილისი.

მისი ნამუშევრები ინახება საქართველოსა და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში. არის მხატვარ-გრაფიკოსი და ინტერიერის დიზაინერი.