დიმიტრი ერისთავი – ეზო

შესრულების ტექნიკა: ქაღალდი, ტუში, აკვარელი

ზომა:42×35 სმ. | 16,5×14 ინჩ

წელი: 2001

არტიკული: DIER01 კატეგორია:

აღწერა

ავტორის შესახებ:

დაბადების თარიღი: 18 ივნისი, 1931

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხარტვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1956 წელს.

1962 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” დამდგმელი მხატვარი; 1967-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პედაგოგი, ხოლო 1982 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. გამოფენებში მონაწილეობს 1957 წლიდან. თანამშრომლობდა ჟურნალ “ნიანგთან”, ჟურნალ “ცისკართან”, გაზეთ “ლიტერატურული საქართველოსთან”. პერსონალური გამოფენები: საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზი (თბილისი, 1966); მეგობრობის სახლის საგამოფენო დარბაზი(ბელგრადი, 1986); გალერეა TMS(2002), გალერეა “შარდენი”(2008) და სხვ. მხატვარია შემდეგი ფილმების: “ექსპრეს-ინფორმაცია” და “არს ნათელი”, “მთვარის ფავორიტები”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “გიორგობის თვე”, “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” და სხვ. პუბლიკაციები: “დიმირტი ერისთავი – 100 რეპროდუქცია”(ალბომი, გამომცემლობა ხელოვნება, თბილისი, 1979), “ჰამლეტი”(უ. შექსპირი, ყდის გაფორმება და ილუსტრაციები, 1981), “ქართული ხალხური ზღაპრები”(ყდის გაფორმება და ილუსტრაციები, 1983), “100 ქართველი და 100 ეპიზოდი”(ყდის გაფორმება და ილუსტრაციები, 1994) და სხვ. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: მედალი საუკეთესო გრაფიკული პორტრეტისათვის (მ. აბაზაძის პორტრეტი, 1963), წლის საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი (შექსპირის ჰამლეტის ილუსტრაციებისათვის, 1976), ამიერკავკასიის რესპუბლიკების ბიენალეს მედალი (1986), I პრემია (საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისათვის, 2005).

დამატებითი ინფორმაცია

Artist Name

დიმიტრი ერისთავი

Medium

ქაღალდი, ტუში, აკვარელი

Size

საშუალო (50 სმ. – 1 მ.)

Time Period

2000-დღემდე