დაბადების თარიღი: 1953 წლის 17 იანვარი, ჩოხატაური, საქართველო
განათლება:
1970 – 1975 წლებში სწავლობდა თბილისის არქიტექტურის ინსტიტუტში
კარიერა:
1976 – 1985 წლებში მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” მხატვარ-არქიტექტორად
1985 – 1992 წლებში მუშაობდა “ექსპოჯორჯიაში” დიზაინერად. დაპროექტებული აქვს როგორც ექსპოზიციები, ასევე საცხოვრებელი სახლის ინტერიერები საქართველოში და უცხოეთში
არის მხატვარ-გრაფიკოსი და ინტერიერის დიზაინერი
მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ გამოფენაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (რუსეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, ჩეხეთი, თურქეთი)
პერსონალური გამოფენები
2004 – გალერეა “კოპალა”, თბილისი, საქართველო
2006 – “შერატონ მეტეხი პალასი”, თბილისი, საქართველო
2012 – “უცხო ხილი”, გალერეა “ვანდა”, თბილისი, საქართველო
2013 – “უცხო ხილი 2”, გალერეა “ვანდა”, თბილისი, საქართველო
2015 – გალერეა “ვანდა”, თბილისი, საქართველო
2017 – გალერეა “ვანდა”, თბილისი, საქართველო
2020 – გალერეა “ბაია”, თბილისი, საქართველო
2022 – გალერეა “ვანდა”, თბილისი, საქართველო
მისი ნამუშევრები ინახება საქართველოსა და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.