ვახო მუსხელის პერსონალური გამოფენა – “სიეტლი, ვაშინგტონი”

გალერეა ვანდა გიწვევთ ვახო მუსხელის პერსონალურ გამოფენაზე – “სიეტლი, ვაშინგტონი. სერიიდან “ამერიკა”.

ოკეანის გადაღმა, ძალიან შორს, არსებობს ლამაზი და გამაოგნებელი ამერიკა. განსაკუთრებით ვაშინგტონის შტატი, სადაც მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი და თვალისმომჭრელი ქალაქი სიეტლი. ვახო მუსხელის გამოფენა, სადაც წარმოდგენილია 25 პეიზაჟი, არის მისი მცდელობა დაანახოს და აგრძნობინოს ქართულ აუდიტორიას ამ შტატისა და ქალაქის საოცარი სილამაზე.
გამოფენა გაიხსნება 12 იანვარს 19:00 საათზე, გალერეაში „ვანდა“ და გაგრძელდება 27 იანვრამდე.