თინათინ ჩხიკვიშვილი – “სახლი ლურჯი ოთახით და ბაღით”

tinatin-chkhikvishvili-afisha

4 ოქტომბერს, 19:00 საათზე გალერეაში „ვანდა“ გაიხსნა თინათინ ჩხიკვიშილის პერსონალური გამოფენა “სახლი ლურჯი ოთახით და ბაღით”. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ავტორის მიერ ზეთში შესრულებული 27 ნამუშევარი.


“გამოფენა „სახლი ლურჯი ოთახით და ბაღით“ აერთიანებს რამოდენიმე სერიას.

თავიდან საერთო თემა არც ყოფილა ჩაფიქრებული და მხოლოდ მუშაობის პროცესში გამოიკვეთა სიუჟეტებს შორის კავშირები და საერთო განწყობა.

იმ სივრცეებთან და საგნებთან, რომლებიც სურათებშია, პირადი, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ადგილები რეალურია ­– სახელოსნოც, ოთახიც, სადაც ვცხოვრობ და ყვავილების ბაღიც, ხოლო დეტალები მათთან დასაახლოვებლადაა ცალკე სურათებად გამოტანილი.

მინდოდა მეჩვენებინა და მე თვითონაც გვერდიდან დამენახა ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობ და მიყვარს.” – თინათინ ჩხიკვიშვილი