თინათინ ჩხიკვიშვილი “სახლი ლურჯი ოთახით და ბაღით”

tinatin-chkhikvishvili-afisha

გალერეა “ვანდა” წარმოგიდგენთ თინათინ ჩხიკვიშვილის პერსონალურ გამოფენას “სახლი ლურჯი ოთახით და ბაღით”. გამოფენა 4 ოქტომბერს გაიხსნება და გასტანს 18 ოქტომბრამდე.

გამოფენა „სახლი ლურჯი ოთახით და ბაღით“ აერთიანებს რამოდენიმე სერიას.

“თავიდან საერთო თემა არც ყოფილა ჩაფიქრებული და მხოლოდ მუშაობის პროცესში გამოიკვეთა სიუჟეტებს შორის კავშირები და საერთო განწყობა. იმ სივრცეებთან და საგნებთან, რომლებიც სურათებშია, პირადი, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ადგილები რეალურია ­– სახელოსნოც, ოთახიც, სადაც ვცხოვრობ და ყვავილების ბაღიც, ხოლო დეტალები მათთან დასაახლოვებლადაა ცალკე სურათებად გამოტანილი. მინდოდა მეჩვენებინა და მე თვითონაც გვერდიდან დამენახა ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობ და მიყვარს.” – თინათინ ჩხიკვიშვილი