თედო რეხვიაშვილის მხარდასაჭერი გამოფენა-გაყიდვა

თედო რეხვიაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, მან წარმატებით ჩააბარა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. მოხვდა საუკეთესოთა ათეულში და მოიპოვა უმაღლესი გრანტი 15000 დოლარის ოდენობით. ამის მიუხედევად, დასაფარი რჩება სწავლის ძირითადი საფასური, რაც 23936 დოლარს შეადგენს.

არსებობს საფრთხე, რომ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა მხატვარი ვერ შეძლებს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას საკმარისი თანხის უქონლობის გამო.
გალერეა „ვანდა“ საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს დაეხმაროს მხატვარს დასახული მიზნის მიღწევაში, რათა მან შეძლოს საკუთარი ნიჭისა და იდეების რეალიზება, დაიკავოს დამსახურებული ადგილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სამხატვრო აკადემიაში და როგორც თავად ამბობს, მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით დაუბრუნდეს სამშობლოს.
ამ საქმისთვის გაერთიანდა და გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას იღებს მრავალი ცნობილი ქართველი მხატვარი.

„ჩემი მიზანი საქართველოს დატოვება არ არის. ჩემი მიზანი თვითგანვითარება და შემდეგ აქ ღირსეული საქმის კეთებაა. ვინც მიცნობს, ეცოდინება ჩემი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ. აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველო უკეთესი გახდეს.“ – თ.რეხვიაშვილი

გალერეა „ვანდა“ ხუთი წელია თანამშრომლობს ახალგაზრდა მხატვართან და თვალს ადევნებს მის შემოქმედებით განვითარებას. ჩვენი ღრმა რწმენით, მხატვრის ნიუ-იორკში გამგზავრება, არა მარტო მისი პირადი წარმატება, არამედ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისთვისაც. ვიმედოვნებთ, რომ მისი ნიჭის წყალობით არა ერთხელ გაჟღერდება საქართველოს სახელი მსოფლიოს მასშტაბის სამხატვრო ფესტივალებზე. ჩვენთვის ასევე ცნობილია თედოს აქტიური პედაგოგოიური საქმიანობის შესახებ და დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ იგი აუცილებლად გადასცემს და გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას მომავალ ახალგაზრდა მხატვრებს.

ინფორმაცია მხატვარზე

ვებ გვერდები:
https://www.facebook.com/TedoRekhviashviliArt/
https://www.instagram.com/art__theodor/

სიუჟეტები:
http://rustavi2.ge/ka/news/110702
https://www.youtube.com/watch?v=Y_4WI9vaR9M
https://www.youtube.com/watch?v=8Xsk9uZS4HU
https://www.youtube.com/watch?v=B2C27PbizP4