სკოტ ბოისი – “ნახევრად თქმული ისტორიები”

Scott Boyce - Half-told Stories

გალერეა “ვანდა” წარმოგიდგენთ სკოტ ბოისის პერსონალურ გამოფენას “ნახევრად თქმული ისტორიები”

სკოტ ბოისი პროფესიით მკვლევარი გეოლოგია, რომელმაც ბოლო ოცი წელი გაატარა საქართველოში, უკრაინაში, რუსეთსა და თურქეთში. მისმა მოგზაურობისადმი და ველური ბუნებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა იგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოახვედრა.
“მე ვარ ისტორიების მოყვარული, განსაკუთრებით კი ღია დასასრულის მქონე ისტორიების” – ამბობს ფოტოგრაფი.