გალერეა “ვანდა” ბრუნდება საზაფხულო გამოფენით

გალერეა “ვანდა” აგრძელებს მუშაობას და გიწვევთ ახალ საზაფხულო გამოფენაზე “კალეიდოსკოპი”. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი მხატვრების – ალექს ბერდიშევის, ანდრია დოლიძის, რიტა ხაჩატურიანის, გიორგი გაგნიძის, ირინა ქურთიშვილის, კაკო თოფურიას, ქეთი შალამბერიძის, გია გუგუშვილის, შალვა მატუაშვილის, გოგი ჩაგელიშვილის, თენგიზ მარის, ლევან ჭოღოშვილის, ჯემალ კუხალაშვილის და ლეონიდ სემეიკოს ნამუშევრები.

გალერეა “ვანდა” მზად არის მიიღოს სტუმრები ყოველ დღე 12:00-დან 19:00 საათამდე. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ წინასწარ შეთანხმოთ თქვენი ვიზიტის დრო.

ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომრებზე: (+995)599569971; (+995)598485958; (+023)3934286

კოვიდ-19-თან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე ჩვენს საგამოფენო სივრცეში თქვენი უსაფრთხოებისთვის დაცულია ყველა რეკომენდირებული სანიტარული ნორმა.