Sold Out

ლადო გუდიაშვილი – “ეთერი და მელა”

შესრულების ტექნიკა: მუყაო, გუაში

ზომა:  26 x 36 სმ. | 10 x 14 ინჩი

წელი: 1956

არტიკული: LAGU01 კატეგორია:

აღწერა

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში 1910-1914წწ; პარიზში რონსონის “თავისუფალ აკადემიაში” 1919-1926წწ.

1914-1919 წწ. მუშაობდა ხატვის მასწავლებლად თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში; 1917 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში; 1919 წელს რესტორან “ქიმერიონის” მოხატვაში (თბილისი); ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში; 1922-1925წწ. პერსონალური გამოფენები მოაწყო პარიზში; 1926-1932 წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას; 1957 წელს თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების გამოფენა; 1946 წელს მოხატა ქაშვეთის ეკლესიის კედლები; გამფორმებული აქვს არა ერთი სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის თეატრში; 1934 წელს დაასურათა და გრაფიკულად გააფორმა “ვეფხისტყაოსანი”; მას ეკუთვნის ასევე ილუსტრაციები სულხან–საბა ორბელიანის წიგნის “სიბრძნე სიცრუისა”; მისი ნამუშევრებია: “ლეგენდა თბილისის დაარსებაზე” (1946), “ყეენობა თბილისში” (1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), “საკადრისი პასუხი” (1945, მხატვრის სახელოსნო), “კოლმეურნეთა ბრიგადის დაბრუნება” (1946, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი), “სიმღერა მშვიდობაზე” (1951), “ბოროტი ოჯახი”(1929, მხატვრის სახელოსნო),”ფლიდი ცოლი” (1944, მხატვრის სახელოსნო), “ახალი და ძველი” (1932, მხატვრის სახელოსნო), “ვეფხის მკურნალი” (1934, მხატვრის სახელოსნო), “მაია სატრფოს მოლოდინში” (1940, მხატვრის სახელოსნო), “საქორწინო განბანა” (1942, მხატვრის სახელოსნო), “ეთერი სარკის წინ” (1940, მხატვრის სახელოსნო) “გოგონები საყვარელ ნაკადულთან” (1943, კერძო კუთვნილება); განსაკუთრებით აღსანიშნავია II მსოფლიო ომის საშინელებისადმი მიძღვნილი გრაფიკული სერია – “საზიზღარი ქვეწარმავალნი” (1942, მხატვრის სახელოსნო), “ჰიტლერის ფანტაზიის კოსმოსური გაფრენა” (1943, მხატვრის სახელოსნო), “აგრესორის ულტიმატუმი” (1942, მხატვრის სახელოსნო).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978.-გვ.294

დამატებითი ინფორმაცია

Artist Name

ლადო გუდიაშვილი

Medium

მუყაო, გუაში

Size

პატარა (50 სმ.-მდე)

Time Period

XX საუკუნის შუა წლები