MenuClose

“Vanda Art Gallery”– ს კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. ზოგადი დებულებანი

1.1. სამხატვრო გალერეა “ვანდა”, შპს…, იურიდიული მისამართი: თბილისი, დ.ჭონქაძის ქუჩა 14, შემდგომში ინტერნეტ-გალერეა “ვანდა” წარმოადგენს პერსონალური მონაცემების მმართველს, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შემსრულებელს (დოკუმენტი№ 5669, მიღების თარიღი 28/12/2012).
1.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ახდენს მომსახურების გამოყენების, ასევე, მისი ინტერნეტ რესურსის ნახვის პროცესში ინტერნეტ-მაღაზიისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების რეგლამენტირებას.
1.3. მოცემული პოლიტიკა განეკუთვნება თანამშრომლების, მნახველებისა და კლიენტების, შემდგომში – “პერსონალური მონაცემების სუბიექტები”-ს მიერ საშინაო გვერდებზე, ელექტრონული ფოსტით წარმოებულ მიმოწერებში, ციფრულ დანართში, გამოკითხვებში, ხელშეკრულებებსა და სხვა წყაროებში წარმოდგენილი ყველა სახის პერსონალური მონაცემის დამუშავებას.
1.4. ინტერნეტ-მაღაზია გაძლევთ კლიენტებისა და მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გამჭვირვალე და პატიოსანი დამუშავების გარანტიას.

2. პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება

2.1. პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს ინტერნეტ-მაღაზია იცავს რეგულაციებს რესურსთან წვდომის განხორციელების ქვეყნის მიუხედავად.
2.2. მიიჩნევა, რომ თქვენ ინფორმირებული ხართ საქართველოში პერსონალური მონაცემების, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დამუშავების შესახებ.
2.3. ინტერნეტ-მაღაზია გაწვდით ინფორმაციას, რომ საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითებით, თქვენ ეთანხმებით, რომ იგი შედის მონაცემთა ბაზაში და მასზე საიტიდან https://vandaart.gallery/ შეიძლება მოგივიდეთ შეტყობინება ან შეხსენება მომსახურების დაწყებული და დაუმთავრებელი შეკვეთების შესახებ.
2.4. საიტის https://vandaart.gallery/ გამოყენებით მნახველი ეთანხმება, რომ ინტერნეტ-გალერეის “ვანდა”, მინდობილი პირები და პარტნიორები, უფლებამოსილნი არიან შეაგროვონ და შეინახონ მონაცემები, რომლებიც იძლევა შემდეგის თვალის დევნებისა და შერჩევის საშუალებას:  
2.4.1. ინტერნეტ – საიტის მნახველთა საერთო რაოდენობა;
2.4.2. ინტერნეტ – საიტის ყველა ცალკეული განყოფილების მნახველთა რაოდენობა;
2.4.3. მნახველთა მომსახურე ინტერნეტ პროვაიდერების დომენების სახელწოდება;
2.4.4. IP მისამართი;
2.4.5. ინფორმაცია გადახდის შესახებ, როდესაც მოხმარებელი აწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებას (საგადასახადო ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა);
2.4.6. გადახდის ისტორია და ხერხები, ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგებისათვის სახელმწიფო დაწესებულებების წინაშე;
2.4.7. საიტის გაუმჯობესებისა და მართვის მიზნით სხვა მონაცემები.
2.5. საიტში ინფორმაციის ანალიზისა და სტატისტიკის მიზნებისათვის შეგროვებული და დამუშავებული მონაცემები ინტერნეტ-მაღაზიას შეუძლია გადასცეს მესამე მხარეს, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში მყიდველის იდენტიფიცირების ხელშემწყობი კონფიდენციალური მონაცემები არ აშკარავდება და არ გადაიცემა იმ შეკვეთების გარდა, სადაც გადახდის სახეობა ან გარიგების ფორმა ითვალისწინებს სამმხრივ ურთიერთობებს და აუცილებელია მყიდველის პიროვნების შემოწმება. 
2.6. ინტერნეტ-გალერეა არ ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირების ხელშემწყობი მონაცემებისა და IP – სა და ელ. ფოსტის მისამართის დაკავშირებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მომხმნარებლის სესია რეგისტრირდება, თუმცა საიტის მომხმარებელი ანონიმური რჩება.
2.7. საიტის ფორმებში შეყვანილი ან გადაგზავნილი ყველა მასალა წარმოადგენს ინტერნეტ-გალერეის საკუთრებას, რომელთა გამოყენება მას შეუძლია პირადი საჭიროების მიხედვით, ფიზიკური პირების შესახებ მონაცენების გარდა.

3. მონაცემების დამუშავების მიზნები და საფუძვლები

3.1. ინტერნეტ-გალერეა ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისათვის:
3.1.1. პროფესიული სასწავლო პროგრამების შესწავლაზე და ტრენინგებზე შეკვეთების მიღება და დამუშავება;
3.1.2. მომსახურებისა და დისტანციური შეთანხმების, ანგარიშებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადება, დადება და გაგზავნა;
3.1.3. სასარგებლო ინფორმაციისა და სპეციალური შეთავაზებების დაგზავნა;
3.1.4. ინტერნეტ-გალერეის რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;
3.1.5. ბაზრის სტატისტიკა და ანალიტიკა;
3.1.6. პერსონალის მოძიება და მართვა;
3.2. ინტერნეტ-გალერეა ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგ საფუძველზე:
3.2.1. ინტერნეტ-გალერეის რესურსებისა და ელექტრონული მომსახურების გამოყენება;
3.2.2. პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობა;
3.2.3. დისტანციური შეთანხმებების დადება;
3.2.4. ნორმატიულ აქტებში დადგენილი იურიდიული ვალდებულებები;
3.2.5. პერსონალური მონაცემების სუბიექტების ინტერესების დაცვა;
3.2.6. შესყიდვების ანალიზი და სტატისტიკა ინდივიდუალური შეთავაზებებისათვის.
3.2.7. შეკვეთების დამუშავება და გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდით.

4. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები

4.1. ინტერნეტ-გალერეა ინახავს პერსონალურ მონაცემებს დამუშავების ზემოაღწერილი მიზნებისა (წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მე–3 მუხლი) და საქართველოს ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად:
4.1.1. მთელი პერიოდის განმავლობაში, როცა ინტერნეტ-გალერეა ასრულერბს საკუთარ მოვალეობებს და აწარმოებს საქმიანობას;
4.1.2. არსებობს პერსონალური მონაცემების შენახვისა და დაცვის იურიდიული ვალდებულება;
4.1.3. მოქმედებს პერსონალური მონაცემების სუბიექტის შეთანხმება.

5. ფაილები COOKIE

5.1. ფაილები cookie – ეს არის ინტერნეტ – რესურსის მომხმარებლის კომპიუტერის ბრაუზერში განთავსებული ტექსტური ფაილები ინფორმაციის ასახვის გაუმჯობესებისა და რესურსის რეგულარული მუშაობის მიზნებისათვის.
5.2. შენახული cookie ფაილები იძლევა თქვენი კომპიუტერის ამოცნობისა და ინტერნეტ-მაღაზიის ინტერნეტ-რესურსზე დაბრუნების შემთხვევაში მონაცემთა განმეორებული შეყვანის თავიდან აცილების შესაძლებლობას.
5.3. ინტერნეტ-მაღაზია იყენებს cookie ფაილებს შემდეგი მიზნებისათვის:
5.3.1. შემოსვლის სესიების მართვა და მომხმარებლის აუტენტიფიკაცია;
5.3.2. ინტერნეტ-რესურსის ფუნქციონალურობის უზრუნველყოფა;
5.3.3. ინტერნეტ-რესურსის მომხმარებლების შემოსვლისა და მოქმედების შესახებს სტატისტიკური მონაცემების მიღება;
5.3.4. ინტერნეტ-რესურსის მუშაობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
5.4. ინტერნეტ-გალერეა არ იყენებს cookie ფაილებს მომხმარებელთა ჩვევებისათვის თვალის დევნების მიზნით, ამიტომაც ახდენს ინფორმირებას cookie ფაილების გამოყენების შესახებ ინტერნეტ-რესურსზე შემოსვლის დროს.
5.5. ინტერნეტ-გალერეა არ ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირების ხელშემწყობი მონაცემებისა და IP-სა და ელ. ფოსტის მისამართის დაკავშირებას.
5.6. რესურსის მომხმარებელს შეუძლია cookie ფაილების წაშლა საკუთარი შეხედულებისამებრ.
5.7. თქვენ შეგიძლიათ საკუთარ კომპიუტერში შენახული cookie ფაილების წაშლა, ასეთ შემთხვევაში საშინაო გვერდის ზოგი ფუნქცია და მომსახურება, შესაძლოა, ვეღარ იმუშავებს.

6. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება

6.1. ინტერნეტ-გალერეა ზრუნავს პერსონალური მონაცემების დაცვაზე და იცავს მომხმარებლის კონფიდენციალურობას, რეგლამენტსა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ სხვა, გამოყენებადი ნორმატიული აქტებში ასახული დებულებების შესაბამისად.
6.2. ინტერნეტ-გალერეა მიმართავს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და უსაფრთხოების სხვა ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.  
6.3. პერსონალური მონაცემების დამუშავება ინტერნეტ-გალერეაში ხორციელდება პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალურობის აუცილებელი უსაფრთხოების, მათ შორის, არასანქციონირებული და უკანონო დამუშავებისგან პერსონალური მონაცემების, ასევე, შემთხვევითი დაკარგვის, გაფუჭებისა თუ განადგურებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად.
6.4. როგორც კი ცნობილი გახდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის შესახებ, ინტერნეტ-გალერეა ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მომხდარის შესახებ საზედამხედველო ორგანოებს.

7. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უარის თქმის უფლება

7.1. ინტერნეტ-გალერეის მიერ დამუშავებადი პირადი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია განცხადების გაგზავნა წერილობითი სახით ინტერნეტ-მაღაზიის ოფისში საქართველოში იურიდიულ მისამართზე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენთ.
7.2. პერსონალური მონაცემების სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს პერსონალური მონაცემების წაშლა, მათი დამუშავების შეზღუდვა, მათი დამუშავების წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირება, მათი შესწორების ჩატარება, ამისათვის აუცილებელია მოთხოვნის გაგზავნა ელექტრონული ფოსტით: [email protected] 
7.3. ინტერნეტ-მაღაზია ახორციელებს კავშირს პერსონალური მონაცემების სუბიექტთან, ამ უკანასკნელის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით (ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, მისამართი).
7.4. თუ გაგაჩნიათ ეჭვი თქვენი პესრონალური მონაცემების დაცვის უფლების დარღვევაზე, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ პერსონალური მონაცემების დაცვის საზედამხედველო ორგანოს.

8. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება

8.1. ინტერნეტ-გალერეას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება, რომელიც გამოქვეყნდება ოფიციალურ საიტზე: https://vandaart.gallery/.

ინტერნეტ-გალერეა “ვანდა”, შპს… ელ.ფოსტა: [email protected]

2021 წლის 1 აგვისტო

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required