ნათია ბენაშვილის პერსონალური გამოფენა – “მდგომარეობა”

გალერეა “ვანდა” გიწვევთ ნათია ბენაშვილის პერსონალურ გამოფენაზე “მდგომარეობა”.

ადამიანის გონება ცხოვრების მანძილზე სხვადახვა მდგომარეობაში იმყოფება.
ის იბადება თავისუფალი, შემდეგ კი ეტაპობრივად იტვირთავს თავს შიშებით, კომპლექსებით და საბოლოოდ მის ტყვეობაში ექცევა.
თუმცა ადამიანის ეს მდგომარეობა შეიძლება აღმოჩნდეს პლატფორმა, რომლის საფუძველზეც მას შეუძლია შექმნას სრულიად ახალი, აქამდე არარსებული კონცეპცია.

გამოფენა გაგრძელდება 10 თებერვლამდე.