მაია წინამძღვრიშვილის პერსონალური გამოფენა

გალერეა “ვანდა” წარმოგიდგენთ მაია წინამძღვრიშვილის პერსონალურ გამოფენას. გამოფენაზე შეგეძლებათ ნახოთ ავტორის 35-მდე აბრეშუმის ნამუშევარი, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკითაა შესრულებული – აბრეშუმის ქაღალდი, ცივი/ცხელი ბატიკა, თავისუფალი მოხატვა, გობელენი და ა.შ. გამოფენა 13 მაისამდე გასტანს.