„ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა”

21 დეკემბერს ხელოვნების მუზუმში, გაიხსნა ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესათვის  მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მხატვრის მონუმენტური ნამუშევრები. გამოფენა „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა” შედგება ისეთი უნიკალური ნიმუშებისგან, რომელიც შესრულებულია 1917 წელს მოწყობილი ტაო-კლარჯეთისა და 1954 წელს ბიჭვინთის V-VI საუკუნის ეკლესიის იატაკის მოზაიკის აღდგენა-გადარჩენის ექსპედიციის დროს ლადო გუდიაშვილის მიერ, ასევე წლების განმავლობაში განხორციელებული თუ განუხორციელებელი კედლის მხატვრობის ესკიზებსა და უნიკალურ ფოტომასალას.

გამოფენა გაგრძელდება 2017 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.