ქეთევან ფერაძე – POSTENEBRAS

POSTENEBRAS WEB

გალერეა “ვანდა” წარმოგიდგენთ ქეთევან ფერაძის პერსონალურ გამოფენას POSTENEBRAS

თავისუფლების არაჩვეულებრივი შეგრძნება ჩნდება მაშინ, როდესაც პოულობ გზას გამოხატო შენი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ და შექმნა ამის ამსახველი მხატვრული ღირებულების ნამუშევრები. გამოფენა POST TENEBRAS (ლათ. წყვდიადის შემდეგ) არის ხანგრძლივი პროექტის – კონტაქტი – ერთ-ერთი საფეხური, რომელიც ეძღვნება ჯადოსნურ პლანეტა დედამიწას, სადაც ყველაფერი ცოცხალი და მუდმივი წარმოქმნისა და გარდაქმნის პროცესშია.
ნამუშევრები გვახსენებენ, რომ ჩვენი პლანეტის არსებობა და ნაყოფიერება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.
გამოფენა ადამიანის როლისა და იმ გარემოებების ახსნის მცდელობაა, რაც დედამიწაზე ხდება და რამაც გამოიწვია XXI საუკუნის დამთრგუნველი და ხანგრძლივი პანდემია.
ნამუშევრებში გამოყენებული მასალა: ნახევრად-ძვირფასი ქვებისგან დამზადებული პიგმენტები, სპილენძის, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფხვნილი, სხვადასხვა ზღვის, ოკეანის და მდინარის (განგი) ქვიშა, ყველაფერი ის, რასაც გვაძლევს ჩვენი პლანეტა (დედამიწა).
პროექტისთვის შექმნილი ობიექტები აწყობილია დეტალებისგან, რომლებსაც არსებობის წინა პერიოდში ქონდათ ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორია, ახლა კი განახლებული სიცოცხლით მონაწილეობენ სულ სხვა ისტორიის შექმნაში.

გამოფენის გახსნა: სამშაბათი, 17 მაისი, 18:00 სთ.
მისამართი: დანიელ ჭონქაძის ქუჩა #14;
ტელ: (+995) 32 2934286; (+995) 599 569971; (+995) 598 485958