“კავშირი”

გალერეა “ვანდა” წარმოგვიდგინა ჯგუფურ გამოფენას “კავშირი”. გამოფენაზე წარმოდგენილია ოთხი ახალგაზრდა მხატვრის – რიტა ხაჩატურიანის, გიორგი გაგოშიძის, ქეთი ბენაშვილისა და გიორგი გაგნიძის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

ექსპოზიციაში წარმოდგენილია მხატვართა 20-მდე ნამუშევარი, რომლებიც შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკით. თითოეული ავტორის მუშაობის სტილი რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა მოცემულ სივრცეში ჰარმონიულად და საინტერესოდ ეთანხმება ერთმანეთს – ყოველი ნამუშევარი ქმნის ოდნავ დაძაბულ, ქაოტურ ატმოსფეროს და სწორად ამ განცდობრივ მსგავსებაშია მათი კავშირი.