კალეიდოსკოპი

kaleidoscope

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მონატრებულ დამთვალიერებლებს გალერეა “ვანდა” სიხარულით გიწვევთ გამოფენის გახსნაზე “კალეიდოსკოპი”.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება კაკო თოფურიას, დენის გონობოლინის, ალექს ბერდიშევის, ანდრია დოლიძის, რიტა ხაჩატურიანის, გიორგი გაგნიძის, ქეთი შალამბერიძის და ირინა ქურთიშვილის ნამუშევრები.
გალერეის ქვედა სივრცეში კი შეგეძლებათ დაათვალიეროთ სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები.

გამოფენის გახსა: პარასკევი, 17 ივლისი, 19:00 – 21:00 სთ.
მისამართი: დანიელ ჭონქაძის ქუჩა #14, თბილისი
ტელ: (+032) 293 42 86

ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი რეგულაციების თანახმად, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ვიზიტორები დარბაზში ეტაპობრივად დაიშვებიან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ვიზიტორები დაიშვებიან პირბადის გამოყენებით, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით.