კახაბერ ტატიშვილი – აბსტრაქცია

kaxaber-tatishvili-poster

გალერეა ვანდა წარმოგიდგენთ კახაბერ ტატიშვილის პერსონალურ გამოფენას “აბსტრაქცია”

ექსპოზიციაში წარმოდგენილია ავტორის სრულიად ახალი, ექსპერიმენტული ნამუშევრები, დიდი ფორმატის აბსტრაქციები, რომელთა პირველი ნახვის შესაძლებლობა პუბლიკას მიეცა სამშაბათს, 4 თებერვალს, 19:00 საათზე, გალერეაში “ვანდა” (მის: დანიელ ჭონქაძის ქუჩა #14). გამოფენა გაგრძელდა შემდეგი ორი კვირის განმავლობაში.