ირაკლი ტოკლიკიშვილის პერსონალური გამოფენა “ინტერვალები”

გალერეა ვანდა წარმოგიდგენთ ირაკლი ტოკლიკიშვილის პერსონალურ გამოფენას ”ინტერვალები”.

გამოფენაზე წარმოდგენილი სერიის ერთი ნაწილი შესრულებულია მეცოტინტოს, ხოლო მეორე – შერეული ტექნიკით (გუაში/აკვარელი).

ნამუშევრების გამაერთიანებელი ელემენტებია, ერთი შეხედვით უფუნქციო და უმნიშვნელო ადგილებით და მოვლენებით გამომწვეული განწყობები.

ინტერვალებში მხატვარი გულისხმობს დროსა და სივრცეში გაჩერებული მონაკვეთების და მოვლენების წამიერი შერწყმის ისეთ მომენტებს, რომლებიც ძლიერ ემოციურ გავლენას ახდენენ მასზე.

გამოფენა იხსნება სამშაბათს, 3 დეკემბერს, 19:00 საათზე.