გიორგი გაგნიძის პერსონალური გამოფენა გალერეაში “ვანდა”

Giorgi Gagnidze Solo Show

18 სექტემბერს გალერეაში „ვანდა“ გაიხსნება გიორგი გაგნიძის პირველი პერსონალური გამოფენა.
საზოგადოებას პირველად მიეცემა შესაძლებლობა, გაეცნოს ახალგაზრდა მხატვარის მრავალფეროვან და გამორჩეულ შემოქმედებას.
გიორგი გაგნიძე უკვე რამდენიმე წელია ქართულ სახელოვნებო სცენაზე მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილეა, ის ნაყოფიერად მუშაობს დიზაინსა და ფერწერაში.
2007 წლიდან, შემოქმედებითი მუშაობის პარალელურად, გიორგი გაგნიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ილია ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. 2008 წელს კი ახალგაზრდა მხატვარი პეკინის ოლიმპიადისადმი მიძღვნილი კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი გახდა.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება გიორგი გაგნიძის მიერ ბოლო 2 წლის პერიოდში შექმნილი ფერწერული ნამუშევრების სერია, რომელიც თანამედროვე ხედვით, თვითმყოფადობით, ორიგინალურობითა და განსხვავებული შესრულების ტექნიკით გამოირჩევა.

გამოფენა გაიხსნება პარასკევს, 18 სექტემბერს, 17:00– 21:00 სთ.

ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეგულაციების თანახმად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიზიტორები დარბაზში დაიშვებიან ეტაპობრივად, პირბადის გამოყენებითა და სოციალური დისტანციის დაცვით. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სხვა რეკომენდაციები სრულად დაცული იქნება გალერეის მიერ.