გალერეა „ვანდა“ აცხადებს ბავშვთა ნამუშევრების XV გამოფენა-კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაციას!
გამოფენა-კონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ბავშვები, გააცნოს ისინი ხელოვნების ცნობილ მოღვაწეებს და ფართო საზოგადოებას, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ წინსვლას.
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 5-დან 16 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს;
- თითოეულმა მონაწილემ უნდა წარმოადგინოს 2 ნამუშევარი;
- შესრულების ტექნიკა და თემა თავისუფალია;
- კონკურსში მონაწილე ბავშვების ნამუშევრები ერთი კვირის მანძილზე იქნება გამოფენილი გალერეა ,,ვანდას’’ საგამოფენო სივრცეში.
- კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს.
- კონკურსში მონაწილე ყველა ბავშვი დაჯილდოვდება სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრით, გამარჯვებულებს კი გადაეცემათ სპეციალური დიპლომები და პრიზები;
- გამოფენა-კონკურსი ფართოდ გაშუქდება მასმედიის სხვადასხვა საშუალებით;
- მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ყოველ დღე გალერეაში „ვანდა“, 12:00-დან 18:00 საათამდე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 16 მარტი.
კონკურსის მხარდამჭერებია: კომპანიები „ტალღა“ და “Rosebud”
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ გალერეას “ვანდა”
მისამართზე: დ. ჭონქაძის ქ. #14 (სოლოლაკი)
ნომერზე: 2934286; 599569971; 598485958; 599701464; 595980721,
ან დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მეშვეობით: welcome@vandaart.gallery; itsagurishvili@gmail.com
ჩვენი გვერდები Facebook-ზე: https://www.facebook.com/VandaArtGallery; https://www.facebook.com/OqrosPalitra