წესრიგის ფრაგმენტები
თამაზ ვარვარიძე
2026 წლის 5 ივნისიდან გალერეაში ვანდა გაიხსნა თამაზ ვარვარიძის ნამუშევრების გამოფენა წესრიგის ფრაგმენტები და მისი საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია.
ექსპოზიციაში წარმოდგენილია თამაზ ვარვარიძის სხვადასხვა პერიოდში შექმნილი როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული ნამუშევრები.
თამაზ ვარვარიძე არის თანამედროვე ქართული გრაფიკული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გამორჩეული ფერმწერი და პედაგოგი. ქართველ მხატვართა შორის, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს, თამაზ ვარვარიძეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი არის მხატვარი-მოაზროვნე, რომლის ნამუშევრები მაყურებელს ცხოვრებისეულ კანონზომიერებებსა და მარადიულისა და წარმავალის თემებზე დაფიქრებისკენ მიმართავს. მისი შემოქმედება გამოირჩევა პლასტიკური ტრანსფორმაციის ინდივიდუალური ხედვითა და მაღალი პროფესიული დონით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მდიდარ შემოქმედებით შესაძლებლობებს.
საიუბილეო გამოცემა მიზნად ისახავს ქართული სახვითი ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას და თამაზ ვარვარიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობის წარმოჩენას. ალბომი გამოიცა გალერეა “ვანდას” მიერ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.




