From July 16 Art Gallery ვანდა წარმოგიდგენთ გამოფენას Various, რომელიც ერთ საგამოფენო სივრცეში აერთიანებს თანამედროვე ქართული ფერწერის გამორჩეული ხელოვანების – ალექს ბერდიშევის, გოგი ჩაგელიშვილის, ზურაბ გიკაშვილის, რიტა ხაჩატურიანისა და კაკო თოფურიას ნამუშევრებს.
ეს გამოფენა დამთვალიერებლისთვის არის უნიკალური შესაძლებლობა იხილოს როგორც სრულიად ახალი, ისე ადრეულ პერიოდში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენა გაგრძელდება 15 სექტემბრამდე.




