დიდი თამაში | გელა ზაუტაშვილი

გალერეა “ვანდა” წარმოგიდგენთ გელა ზაუტაშვილის გამოფენას “დიდი თამაში.”
გამოფენა გაიხსნა 14 ივნისს და 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

გელა ზაუტაშვილის სახელს უკავშირდება ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში აბსტრაქციონიზმის პირველი გამოფენები პარიზსა და მოსკოვში, არაფიგურატიული ხელოვნების ჯგუფის ჩამოყალიბება გია ეძგვერაძესთან, ილიკო ზაუტაშვილთან და ლუკა ლასარეიშვილთან ერთად.
მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეაში,
მოსკოვის სახელმწიფო ტრეტიაკოვის გალერეაში, კერძო კოლექციებში გერმანიაში, დანიაში, ბელგიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში.
გამოფენა „დიდი თამაში“ აერთიანებს 55 ფერწერულ ნამუშევარს, რომლებიც გელა ზაუტაშვილმა 20 წლის წინ ავსტრიაში შექმნა, ხოლო დღეს პირველად იფინება საქართველოში.
ეს არის ბანქო, ცნობილი ადამიანების პორტრეტებით (პოლიტიკოსები, მეცნიერები, ფილოსოფოსები, მწერლები, მსახიობები, მხატვრები და სხვა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები).
„ეგრეთ წოდებული ახალი ხელოვნება თამაშია“, ამბობს გელა ზაუტაშვილი „არ ვიცი, ვინ დაიწყო ეს თამაში: შესაძლოა ის დაიწყო პიკასომ ან მარსელ დიუშამმა“.
„თავიდან იყო სიტყვა…
სიტყვა ერთ-ერთი პირველი სერიოზული თამაშია, ისევე როგორც ბანქო, რის საფუძველზეც შეიქმნა ეს პროექტი.
მატერიალისტები + იდეალიესტები – ჩემი სუბიექტური თამაშია, რომელიც 23 წლის წინ დაიწყო და 20 წლის წინ დასრულდა…“ – გელა ზაუტაშვილი

მისამართი: დ. ჭონქაძის ქუჩა #14, სოლოლაკი, თბილისი
ტელ: (+032) 2934286, (+995) 599569971, (+995) 598485958

Scroll to Top