ლევ ბოიახჩევის საიუბილეო გამოფენა

გალერეამ „ვანდა“ 2012 წელს ცნობილი მხატვრის, საბჭოთა ნონ-კონფორმიზმის ერთერთი ფუძემდებლის, ლევ ბოიახჩევის საიუბილეო გამოფენა მოაწყო. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ნამუშევრები მხატვრის ოჯახის კოლექციიდან, რომელთა უმრავლესობა პირველად გამოიფინა. […]

სრულად

თენგიზ მირზაშვილის რეტროსპექტრული გამოფენა

გალერეამ „ვანდა“ (ყოფილი “ჰობი”) 2010 წელს თენგიზ მირზაშვილის პირველი მასშტაბური რეტროსპექტრული გამოფენა მოაწყო, რომელიც ფესტივალ “ქართული სულის” ფარგლებში მიმდინარეობდა. ექსპოზიციაზე მხატვრის ოჯახის და კერძო კოლექციებიდან სხვადასხვა პერიოდში შექმნილი 300-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი იყო  წარმოდგენილი. […]

სრულად

Merab Abramishvili

მერაბ აბრამიშვილის 2010 წლის გამოფენა

2010 წლის დეკემბერში გალერეა „ვანდას“(ყოფილი „ჰობი“) დარბაზებში საქართველოში პირველად მოეწყო მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების ფართომასშტაბიანი რეტროსპექტული გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 1985 – 2006 წლებში შექმნილი კერძოკოლექციებშიდაცული 80 საუკეთესო ნამუშევარი. გამოფენა იქცა დაუვიწყარ მოვლენად ქართულ კულტურულ ცხოვრებაში და პირველად მისცა საშუალება ჩვენს საზოგადოებას გაცნობოდა იმ განძს, რომელიც მერაბ აბრამიშვილმა თავისი შემოქმედების სახით დაუტოვა ჩვენს ქვეყანას. […]

სრულად

irakli-parjiani

ირაკლი ფარჯიანის გამოფენა

2009 წელს გალერეა „ვანდას“ (ყოფილი „ჰობი“) სივრცეში მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის უცნობი ნამუშევრები მისი ოჯახის და კერძო კოლექციბიდან. კომპანია „მაგთიკომმა“ ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების კატალოგი გამოსცა, რომლის პრეზენტაცია გამოფენის გახსნაზე შედგა. კატალოგი უნიკალურია თავისი მასშტაბურობით და მხატვრის 400-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს. ამ ექსპოზიციამ კიდევ ერთხელ დაანახა […]

სრულად

edmund-kalandadze

ედმონდ კალანდაძის 2010 წლის გამოფენა

2010 წლის მაისში გალერეამ „ვანდა“ (ყოფილი „ჰობი“) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოფენა მოაწყო, დარბაზში ცნობილი ქართველი მხატვრის ედმონდ კალანდაძის 70 ახალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი გამოიფინა. გამოფენის გახსნაზე კომპანია მაგთიკომმა  ედმონდ კალანდაძის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია მოაწყო. ეს გამოფენა მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ქართული საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში. […]

სრულად