მაკა ჩელესკას პერსონალური გამოფენა

27 ოქტომბერს 19:00 საათზე, გალერეაში “ვანდა” გაიხსნება პოლონელი არტისტის მაკა ჩელესკას პერსონალური გამოფენა. მაკა სწავლობდა ვარშავის სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე. წლების მანძილზე ის მუშაობდა გრაფიკულ დიზაინერად ჰოლანდიასა და კანადაში. 2005 წელს მაკა და მისი მეუღლე, დიპლომატი გიომ სემენსკი პირველად ესტუმრნენ თბილისს, სადაც მათ თითქმის ხუთი წელიწადი გაატარეს. საქართველოში ყოფნისას, მაკა ჩელესკა მოიხიბლა გობელენის ქსოვის […]

სრულად

გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა

2012 წლის მარტში გალერეა “ვანდამ” უმასპინძლა გია ბუღაძის პერსონალურ გამოფენას “შავ-თეთრი რეფლექსები”.  ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო 40მდე ნამუშევარი. […]

სრულად

გია ჯაფარიძის პერსონალური გამოფენა

2013 წელს გალერეაში „ვანდა“ ცნობილი მხატვარისა და მოქანდაკის პერსონალური გამოფენა ჩატარდა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო მისი 50 ფერწერული, 25-მდე მინანქრული ნამუშევარი და 30-მდე ქანდაკება. […]

სრულად

გოგი ჩაგელიშვილის გამოფენა

გიორგი (გოგი) ჩაგელიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრების ნახვას შეძლებთ ბევრ მნიშვნელოვან კოლექციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მის პერსონალურ გამოფენაზე, რომელმაც დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურა, წარმოდგენილი იყო 35 ნამუშევარი შთაგონებული საყოველთაოდ ცნობილი ქართველი მხატვრის – ნიკო ფიროსმანის ნამუშევრით „მარგარიტა“. […]

სრულად

chakvetadze-exhibition

ნინო ჩაკვეტაძის გამოფენა

ნინო ჩაკვეტაძე არის ცნობილი მხატვარი და საბავშვო წიგნების ილუსტრატორი. 2015 წელს ის ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო დაჯილდოვების ნომინანტი გახდა. მისი ნამუშევრები შთაგონებულია ბავშვობის მოგონებებით და  ასახავს მათ ემოციებს, რომლებიც ასე ახლოა თითოეული ჩვენთაგანისთვის. […]

სრულად

Exhibition of Clara Kleekamp and Anne-Marie Redt

ნიდერლანდელი გრაფიკოსის კარლა კლიკამპისა და ფრანგი ფერმწერის ანნ-მარი რეღის ერთობლივი გამოფენა

2012 წელს გალერეაში „ვანდა“ ჩატარდა ნიდერლანდელი გრაფიკოსის კარლა კლიკამპისა და ფრანგი ფერმწერის ანნ-მარი რეღის ერთობლივი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო გრაფიკული, ფერწერული ნამუშევრები და ქანდაკებები. […]

სრულად

ლევ ბოიახჩევის საიუბილეო გამოფენა

გალერეამ „ვანდა“ 2012 წელს ცნობილი მხატვრის, საბჭოთა ნონ-კონფორმიზმის ერთერთი ფუძემდებლის, ლევ ბოიახჩევის საიუბილეო გამოფენა მოაწყო. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ნამუშევრები მხატვრის ოჯახის კოლექციიდან, რომელთა უმრავლესობა პირველად გამოიფინა. […]

სრულად

თენგიზ მირზაშვილის რეტროსპექტრული გამოფენა

გალერეამ „ვანდა“ (ყოფილი “ჰობი”) 2010 წელს თენგიზ მირზაშვილის პირველი მასშტაბური რეტროსპექტრული გამოფენა მოაწყო, რომელიც ფესტივალ “ქართული სულის” ფარგლებში მიმდინარეობდა. ექსპოზიციაზე მხატვრის ოჯახის და კერძო კოლექციებიდან სხვადასხვა პერიოდში შექმნილი 300-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი იყო  წარმოდგენილი. […]

სრულად

Merab Abramishvili

მერაბ აბრამიშვილის 2010 წლის გამოფენა

2010 წლის დეკემბერში გალერეა „ვანდას“(ყოფილი „ჰობი“) დარბაზებში საქართველოში პირველად მოეწყო მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების ფართომასშტაბიანი რეტროსპექტული გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 1985 – 2006 წლებში შექმნილი კერძოკოლექციებშიდაცული 80 საუკეთესო ნამუშევარი. გამოფენა იქცა დაუვიწყარ მოვლენად ქართულ კულტურულ ცხოვრებაში და პირველად მისცა საშუალება ჩვენს საზოგადოებას გაცნობოდა იმ განძს, რომელიც მერაბ აბრამიშვილმა თავისი შემოქმედების სახით დაუტოვა ჩვენს ქვეყანას. […]

სრულად

irakli-parjiani

ირაკლი ფარჯიანის გამოფენა

2009 წელს გალერეა „ვანდას“ (ყოფილი „ჰობი“) სივრცეში მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის უცნობი ნამუშევრები მისი ოჯახის და კერძო კოლექციბიდან. კომპანია „მაგთიკომმა“ ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების კატალოგი გამოსცა, რომლის პრეზენტაცია გამოფენის გახსნაზე შედგა. კატალოგი უნიკალურია თავისი მასშტაბურობით და მხატვრის 400-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს. ამ ექსპოზიციამ კიდევ ერთხელ დაანახა […]

სრულად