თედო რეხვიაშვილის მხარდასაჭერი გამოფენა-გაყიდვა

თედო რეხვიაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, მან წარმატებით ჩააბარა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. მოხვდა საუკეთესოთა ათეულში და მოიპოვა უმაღლესი გრანტი 15000 დოლარის ოდენობით. ამის მიუხედევად, დასაფარი რჩება სწავლის ძირითადი საფასური, რაც 23936 დოლარს შეადგენს. […]

სრულად

“კავშირი”

გალერეა “ვანდა” წარმოგვიდგინა ჯგუფურ გამოფენას “კავშირი”. გამოფენაზე წარმოდგენილია ოთხი ახალგაზრდა მხატვრის – რიტა ხაჩატურიანის, გიორგი გაგოშიძის, ქეთი ბენაშვილისა და გიორგი გაგნიძის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ექსპოზიციაში წარმოდგენილია მხატვართა 20-მდე ნამუშევარი, რომლებიც შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკით. თითოეული ავტორის მუშაობის სტილი რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა მოცემულ სივრცეში ჰარმონიულად და საინტერესოდ ეთანხმება ერთმანეთს – ყოველი ნამუშევარი ქმნის ოდნავ დაძაბულ, ქაოტურ […]

სრულად

მაია წინამძღვრიშვილის პერსონალური გამოფენა

გალერეა “ვანდა” წარმოგიდგენთ მაია წინამძღვრიშვილის პერსონალურ გამოფენას. გამოფენაზე შეგეძლებათ ნახოთ ავტორის 35-მდე აბრეშუმის ნამუშევარი, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკითაა შესრულებული – აბრეშუმის ქაღალდი, ცივი/ცხელი ბატიკა, თავისუფალი მოხატვა, გობელენი და ა.შ. გამოფენა 13 მაისამდე გასტანს. […]

სრულად

გიორგი გაწერელიას პერსონალური გამოფენა “ამოსუნთქვა”

გალერეა “ვანდა” წარმოგიდგენთ გიორგი გაწერელიას პერსონალურ გამოფენას “ამოსუნთქვა”. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ავტორის მიერ ნახშირით ქაღალდზე შესრულებული 30-მდე გრაფიკული ნამუშევარი. მისი სოფლის – მარტვილის ჰარმონიული პეიზაჟები არავის დატოვებს გულგრილს. […]

სრულად

ჯემალ კუხალაშვილის რეტროსპექტული გამოფენა

23 თებერვალს გალერეაში “ვანდა”გაიხსნა ჯემალ კუხალაშვილის რეტროსპექტული გამოფენა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია 1980-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები. […]

სრულად

ნათია ბენაშვილის პერსონალური გამოფენა – “მდგომარეობა”

გალერეა “ვანდა” გიწვევთ ნათია ბენაშვილის პერსონალურ გამოფენაზე “მდგომარეობა”. ადამიანის გონება ცხოვრების მანძილზე სხვადახვა მდგომარეობაში იმყოფება. ის იბადება თავისუფალი, შემდეგ კი ეტაპობრივად იტვირთავს თავს შიშებით, კომპლექსებით და საბოლოოდ მის ტყვეობაში ექცევა. თუმცა ადამიანის ეს მდგომარეობა შეიძლება აღმოჩნდეს პლატფორმა, რომლის საფუძველზეც მას შეუძლია შექმნას სრულიად ახალი, აქამდე არარსებული კონცეპცია. გამოფენა გაგრძელდება 10 თებერვლამდე. […]

სრულად

ვახო მუსხელის პერსონალური გამოფენა – “სიეტლი, ვაშინგტონი”

გალერეა ვანდა გიწვევთ ვახო მუსხელის პერსონალურ გამოფენაზე – “სიეტლი, ვაშინგტონი. სერიიდან “ამერიკა”. ოკეანის გადაღმა, ძალიან შორს, არსებობს ლამაზი და გამაოგნებელი ამერიკა. განსაკუთრებით ვაშინგტონის შტატი, სადაც მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი და თვალისმომჭრელი ქალაქი სიეტლი. ვახო მუსხელის გამოფენა, სადაც წარმოდგენილია 25 პეიზაჟი, არის მისი მცდელობა დაანახოს და აგრძნობინოს ქართულ აუდიტორიას ამ შტატისა და ქალაქის საოცარი სილამაზე. გამოფენა […]

სრულად

საშობაო გამოფენა გალერეაში “ვანდა”

გალერეა “ვანდა” გიწვევთ საშობაო გამოფენის გახსნაზე, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ალექს ბერდიშევის, ანა გაბრიაძის, გია გუგუშვილის, გოგი ლაზარაშვილის, გოგი ჩაგელიშვილის, დავით გედევანიშვილის, ვახო ბუღაძის, ზურაბ გიკაშვილის, თინა ჩხიკვიშვილის, თუთუ კილაძის, მაიკლ სენტ ამანდის და ჯემალ კუხალაშილის ნამუშევრები. სადღესასწაულო განწყობის გასაძლიერებლად გთხოვთ გახსნის საღამოს მობრძანდეთ ნიღბებითა და საახალწლო აქსესუარებით. […]

სრულად

ქართველი მხატვრების გამოფენა EXPRESSING SPACE

გალერეა “ვანდა” გიწვევთ 2017 წლის შემოდგომაზე კატარში ჩატარებული ქართველი მხატვრების (ალექსანდრე ბერდიშევი, გოგი ლაზარაშვილი, გოგი ჩაგელიშვილი, ლევან მინდიაშვილი, მამუკა ცეცხლაძე, გია გუგუშვილი, გია ჯაფარიძე) ნამუშევრების გამოფენაზე „EXPRESSING SPACE” თბილისში. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება ზემოთ ჩამოთვლილი ავტორების 60-მდე ნამუშევარი, რომლებიც დოჰაში იქნა გამოფენილი Cultural Village Foundation – Katara-სა და კატარში საქართველოს საელჩოს კოოპერაციით. […]

სრულად

მაკა ჩელესკას პერსონალური გამოფენა

27 ოქტომბერს 19:00 საათზე, გალერეაში “ვანდა” გაიხსნება პოლონელი არტისტის მაკა ჩელესკას პერსონალური გამოფენა. მაკა სწავლობდა ვარშავის სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე. წლების მანძილზე ის მუშაობდა გრაფიკულ დიზაინერად ჰოლანდიასა და კანადაში. 2005 წელს მაკა და მისი მეუღლე, დიპლომატი გიომ სემენსკი პირველად ესტუმრნენ თბილისს, სადაც მათ თითქმის ხუთი წელიწადი გაატარეს. საქართველოში ყოფნისას, მაკა ჩელესკა მოიხიბლა გობელენის ქსოვის […]

სრულად