გალერეა “ვანდა” წარმოგიდგენთ ქეთევან ფერაძის პერსონალურ გამოფენას POSTENEBRAS თავისუფლების არაჩვეულებრივი შეგრძნება ჩნდება მაშინ, როდესაც პოულობ გზას გამოხატო შენი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ და შექმნა ამის ამსახველი მხატვრული ღირებულების ნამუშევრები. გამოფენა POST TENEBRAS (ლათ. წყვდიადის შემდეგ) არის ხანგრძლივი პროექტის – კონტაქტი – ერთ-ერთი საფეხური, რომელიც ეძღვნება ჯადოსნურ პლანეტა დედამიწას, სადაც ყველაფერი ცოცხალი და მუდმივი წარმოქმნისა და გარდაქმნის […]
