MenuClose

დაბადების თარიღი: 5 აპრილი, 1901

გარდაცვლის თარიღი: 30 დეკემბერი, 1975 (74 წლის ასაკში)

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1922 წელს; პარიზში, კოლაროსის აკადემიაში 1922-1927წწ.

1927 წელს დაბრუნდა სამშობლოში; 1928 წლიდან მუშაობდა თეატრის მხატვრად კ. მარჯანიშვილის თეატრში(ქუთაისი); გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში; აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”(1942-1943, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი); ზ. ანტონოვის “მზის დაბნელება საქართველოში”(1932-1933, კ. მარჯანიშვილის თეატრი); ჯ. პუჩინის “ბოჰემა”(1944-1945, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდია); ჯ. ვერდის “ბალ-მასკარადი”(1955-1956, კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი);

ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც; მას ეკუთვნის: ვაჟა-ფშაველას მოთხრობებისა და პოემების, მარკ ტვენის “ტომ სოიერის თავგადასავალი”, ჰ. ლონგფელოს “ჰაიავათას სიმღერის”, ვ. ჰიუგოს რომანის “კაცი, რომელიც იცინის”, დ. კასრაძის ზღაპრის “ქალ-პეპელას” ილუსტრაციები; მის სახელს ატარებს თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required