2016 წლის 22 ივნისს ლონდონში, პორტრეტების ნაციონალურ გალერეაში გაიხსნა BP-ის გამოფენა-კონკურსი, რომელიც მსოფლიოშიერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებად არის აღიარებული. ის 36 წელია ტარდება და ამ ხნის მანძილზე ხელი შეუწყო მრავალი ცნობილი მხატვრის კარიერის შექმნას.
წელს, BP Portrait Award-ში 80 ქვეყნის 2748 მხატვარმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 55 საუკეთესო თანამედროვე პორტრეტი შეირჩა. მათ შორის ჩვენი ნიჭიერი ქართველი მხატვრის – სოფო ჩხიკვაძის ნამუშევარი გამოიფინა.
„მარტინ ჩაფერის პორტრეტმა“ არტ-კრიტიკოსთა და მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.