25 სექტემბერს, გალერეაში „ვანდა“ გაიხსნა ალიმ რიჟინაშვილის მემორიალური გამოფენა „შეხვედრა / Rendez-Vous“.
ალიმ რიჟინაშვილმა ოცდაათ წელზე მეტი გერმანიაში, ქალაქ ბერლინში გაატარა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია – ხშირად სტუმრობდა სამშბლოს, ატარებდა გამოფენებს და მონაწილეობდა სხვადასხვა საინტერესო პროექტში.
გამოფენაზე ამ არაორდინალური მხატვრის ოცდაათამდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელს მიეცა მის ფანტასმაგორიულ შემოქმედებასთან “შეხვედრის” საშუალება.