ალექსანდრე ბერდიშევის პერსონალური გამოფენა “პერიმეტრი”

PERIMETER POSTER HORIZONTAL WEB

გალერეა “ვანდა” წარმოგიდგენთ ალექსანდრე ბერდიშევის პერსონალურ გამოფენას “პერიმეტრი”

“ჩემი შემოქმედება ხშირად სერიებისგან შედგება. ამჯერადაც ასეა – გამოფენაზე რამდენიმე სერიაა წარმოდგენილი, სადაც თითოეული მათგანი ერთგვარ „ფორმას“ ქმნის, კონცეფცია კი მისი „ჩარჩოა“. ამიტომაც ვუწოდე ამ გამოფენას „პერიმეტრი“, რადგან ეს ისაა, რაც ფორმის გარსაა შემორტყმული.

გეომეტრია, როგორც ასეთი, მთელი თავისი ფორმებით, მრავალკუთხედებითა და ხაზებით, ჩემი ხელოვნების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ მასზე დაყრდნობით ვქმნი სივრცეს, სადაც დროის კონკრეტული მომენტის დაფიქსირება ხდება შესაძლებელი.” – ალექსანდრე ბერდიშევი

გამოფენაზე წარმოდგენილია ავტორის 43 ფერწერული ნამუშევარი და ობიექტი.

გამოფენის გახსნა შედგა 12 ნოემბერს, იგი 29 ნომებრამდე გასტანს.