Giorgi Gagnidze Solo Show

გალერეა “ვანდა” ბრუნდება საზაფხულო გამოფენით

18 სექტემბერს გალერეაში „ვანდა“ გაიხსნება გიორგი გაგნიძის პირველი პერსონალური გამოფენა.
საზოგადოებას პირველად მიეცემა შესაძლებლობა, გაეცნოს ახალგაზრდა მხატვარის მრავალფეროვან და გამორჩეულ შემოქმედებას. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება გიორგი გაგნიძის მიერ ბოლო 2 წლის პერიოდში შექმნილი ფერწერული ნამუშევრების სერია, რომელიც თანამედროვე ხედვით, თვითმყოფადობით, ორიგინალურობითა და განსხვავებული შესრულების ტექნიკით გამოირჩევა.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ამ ბმულზე

გამოფენები

kaxaber-tatishvili-poster

კახაბერ ტატიშვილი – აბსტრაქცია

გალერეა ვანდა წარმოგიდგენთ კახაბერ ტატიშვილის პერსონალურ გამოფენას “აბსტრაქცია” ექსპოზიციაში წარმოდგენილია ავტორის სრულიად ახალი, ექსპერიმენტული ნამუშევრები, დიდი ფორმატის აბსტრაქციები, რომელთა პირველი ნახვის შესაძლებლობა პუბლიკას მიეცა სამშაბათს, 4 თებერვალს, 19:00 საათზე, გალერეაში “ვანდა” (მის: დანიელ ჭონქაძის ქუჩა #14). გამოფენა გაგრძელდა შემდეგი ორი კვირის განმავლობაში. […]

სრულად

intervalebi

ირაკლი ტოკლიკიშვილი – ინტერვალები

2019 წლის 3 დეკემბერს გალერეა “ვანდაში” ირაკლი ტოკლიკიშვილის პერსონალური გამოფენა ”ინტერვალები” გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი სერიის ერთი ნაწილი შესრულებულია მეცოტინტოს, ხოლო მეორე – შერეული ტექნიკით (გუაში/აკვარელი). ნამუშევრების გამაერთიანებელი ელემენტებია, ერთი შეხედვით უფუნქციო და უმნიშვნელო ადგილებით და მოვლენებით გამომწვეული განწყობები. ინტერვალებში მხატვარი გულისხმობს დროსა და სივრცეში გაჩერებული მონაკვეთების და მოვლენების წამიერი შერწყმის ისეთ მომენტებს, რომლებიც ძლიერ ემოციურ […]

სრულად

PERIMETER POSTER HORIZONTAL WEB

ალექსანდრე ბერდიშევის პერსონალური გამოფენა “პერიმეტრი”

გალერეა “ვანდა” წარმოგიდგენთ ალექსანდრე ბერდიშევის პერსონალურ გამოფენას “პერიმეტრი” “ჩემი შემოქმედება ხშირად სერიებისგან შედგება. ამჯერადაც ასეა – გამოფენაზე რამდენიმე სერიაა წარმოდგენილი, სადაც თითოეული მათგანი ერთგვარ „ფორმას“ ქმნის, კონცეფცია კი მისი „ჩარჩოა“. ამიტომაც ვუწოდე ამ გამოფენას „პერიმეტრი“, რადგან ეს ისაა, რაც ფორმის გარსაა შემორტყმული. გეომეტრია, როგორც ასეთი, მთელი თავისი ფორმებით, მრავალკუთხედებითა და ხაზებით, ჩემი ხელოვნების განუყოფელ ნაწილს […]

სრულად